აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინას: HIMARS-ები და 6000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა
1 ივნისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ შეიარაღების სია, რომელსაც აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ფარგლებში გადასცემს.
დახმარება, როგორც თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური აღნიშნავს, "მიზნად ისახავს დღევანდელ ბრძოლაში უკრაინის კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებას".
ეს უკრაინას აშშ-ის სამხედრო დახმარების მე-11 პაკეტია.
დახმარების პაკეტი მოიცავს:
- მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რაექტიული სისტემები (HIMARS) და მათი საბრძოლო მასალა;
- ხუთი საარტილერიო რადარი;
- ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი;
- ათასი ჯაველინის რაკეტა და 50 გამშვები დანადგარი;
- 6 ათასი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება;
- 15 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი;
- ოთხი ვერტმფრენი Mi-17;
- 15 ჯავშანმანქანა;
- სათადარიგო ნაწილები და აღჭურვილობა.
"ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 5.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, მათ შორის დაახლოებით 4.6 მილიარდი დოლარი 24 თებერვალს, რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ გადასცა. 2014 წლიდან აშშ-ს სამხედრო დახმარება 7.3 მილიარდ დოლარზე მეტია." - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.