აშშ-ის სენატმა უკრაინასთვის $40 მილიარდიანი დახმარების გადაცემას მხარი დაუჭირა
19 მაისს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფას, იუწყება The Washington Post.
გადაწყვეტილებას მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა.
პარტულად, უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის მომხრე დემოკრატიული პარტიის ყველა სენატორი იყო, რესპუბლიკელებიდან კი - 11-მა სენატორმა პაკეტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეცემა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ თუ სენატი 19 მაისამდე არ დაამტკიცებდან უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარიანი დახმარების პაკეტს, შეერთებული შტატები ვერ შეძლებდა დახმარების უწყვეტად გაგზავნას და შედეგად, იქნებოდა შეფერხებები მიწოდებაში.