ამერიკა უკრაინას 4 HIMARS-ს გადასცემს

აშშ-მა გამოაცხადა, რომ შეიარაღების ახალი, $400 მილიონიანი პაკეტის ფარაგლებში უკრაინას უფრო შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის სისტემები და ახალ მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვები გადაეცემა.

პაკეტში შედის ოთხი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS რაკეტებთან ერთა. ამის შესახებ ჟურნალისტებს 8 ივლისს აშშ-ის სამხედრო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ჯამში უკრაინას უკვე 12 HIMARS ექნება.

უკრაინის არმია მათ ისეთი სამიზნების დასაზიანებლად გამოიყენებს, როგორიცაა შორ მანძილზე მყოფი იარაღის საწყობები, ლოჯისტიკური ცენტრები და ასე შემდეგ, რასაც სხვა უკრაინული საარტილერიო სისტემები ვერ წვდებიან.

 

მსგავსი სიახლეები