აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას: HIMARS-ები და საპატრულო კატარღები
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებითი 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. ამაზე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ 23 ივნისს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"აშშ აცხადებს დამატებით 450 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ, როგორც ჩვენი ვალდებულების ნაწილი, დავეხმაროთ უკრაინას დემოკრატიის დაცვაში რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის პირობებში", - თქვა კირბიმ.
მისი თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის ახალ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ებს, ათიათასობით საბრძოლო მასალას არტილერიისთვის, რომელიც უკვე უკრაინაშია და საპატრულო კატარღებს უკრაინის სანაპიროებისა და წყლის გზების დასაცავად.
შეერთებულმა შტატებმა უკვე გაგზავნა ოთხი HIMARS უკრაინაში, რომელსაც შეუძლია 70 კმ-ზე შორს სროლა. HIMARS-ის მიღება 23 ივნისს (რაოდენობის დაზუსტების გარეშე) დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.