აშშ-ს დაზვერვა: პუტინს კვლავ სურს უკრაინის უდიდესი ნაწილის დაპყრობა

აშშ-ს ეროვნული სადაზვერვო უწყების უფროსმა ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მიზნად კვლავ უკრაინის უდიდეს ნაწილზე კონტროლის დამყარება რჩება.

ჰეინსის თქმით, პუტინის ამბიციის მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ომისგან გამოფიტულია და მხოლოდ „შეზღუდული“ წარმატების მიღწევა შეუძლია.

აპრილში კრემლმა ომის მთავარ ამოცანად დონბასის სრული ოკუპაცია გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქზე იერიში ჩავარდა.

„ვფიქრობთ, რეალურად მას იგივე პოლიტიკური მიზნები აქვს [რაც ომის დასაწყისში]“, - განაცხადა ჰეინსმა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტისთვის მომზადებულ ანგარიშში.

აშშ-ს დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი „ხანგრძლივი დროის განმავლობაშ“ შეიძლება გაიწელოს.

დაზვერვის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების აღსადგენად „წლები“ დასჭირდება.

„მანამდე, რუსეთი რამდენიმე საომარი ოპერაციის პარალელურად განხორციელებას ვერ შეძლებს. ისინი [კრემლი] სულ უფრო მეტად დაეყრდნობიან ასიმეტრიულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა კიბერ-შეტევები, ენერგეტიკის კონტროლი და ბირთვული იარაღიც კი“, - ამბობს ჰეინსი.

 

მსგავსი სიახლეები