აშშ უკრაინას $3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს
24 აგვისტოს პენტაგონმა გამოაქვეყნა იმ შეიარაღების სია, რომელიც შევა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში. შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გადაცემს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $3 მილიარდია.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ეს დახმარება გამოიყოფა არა "[პენტაგონის მარაგების] შემცირების სისტემის მიხედვით", არამედ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში.
გამოცხადებული დახმარების პაკეტი მოიცავს:
- ექვსი დამატებითი NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემა მათთვის საბრძოლო მასალით;
- 245 ათასამდე ჭურვი 155 მმ-იანი არტილერიისთვის;
- 65 ათასამდე ჭურვი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებისთვის;
- 24-მდე საარტილერიო რადარი;
- უპილოტო საფრენი აპარატი Puma და აღჭურვილობა უპილოტო საფრენი აპარატი Scan Eagle-სთვის.
- დრონების საწინააღმდეგო სისტემა Vampire;
- სარაკეტო სისტემები ლაზერული დამიზნებით;
- უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნისა და მხარდაჭერის დაფინანსება.
ახალი 2.98 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი აშშ-ის მე-20 სამხედრო დახმარებაა უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა.