აშშ უკრაინას $775 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
19 აგვისტოს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დეტალები გააცნო. ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახური იტყობინება.
უკრაინას 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო. ის მიზნად ისახავს "უკრაინის კრიტიკული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას", - თქვა პენტაგონმა.
ეს 2021 წლის აგვისტოდან მე-19 სამხედრო მხარდაჭერის პაკეტია.
ახალი პაკეტი მოიცავს:
- დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებისთვის;
- 16 105-მმ-იანი ჰაუბიცას და 36 ათას 105-მმ-იან საარტილერიო ჭურვს;
- 15 უპილოტო საფრენ აპარატ Scan Eagle-ს;
- 40 ნაღმების საწინააღმდეგო მანქანა MaxxPro-ს;
- დამატებით მაღალსიჩქარიან რადარის საწინააღმდეგო რაკეტებს;
- 50 დაჯავშნულ მაღალი გამავლობის მრავალფუნქციურ ბორბლიან მანქანას (HMMWV);
- 1500 მძიმე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტას (TOW);
- 1000 ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას;
- 2000 ცალ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას;
- განაღმვის აღჭურვილობასა და სისტემებს;
- ასაფეთქებელ საბრძოლო მასალებს;
- ტაქტიკური უსაფრთხოების საკომუნიკაციო სისტემებს;
- ღამის ხედვის მოწყობილობებს.
პენტაგონმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 10.6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას, მას შემდეგ რაც ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა. 2014 წლიდან კი ამერიკა უკრაინას 12.6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების მიმართულებით.