აშშ ვენესუელას სანქციებს უმსუბუქებს, ნავთობკომპანიები კი მუშაობას განაახლებენ - WSJ
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვენესუელისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შეამსუბუქებს და ამერიკულ ნავთობკომპანიებს ქვეყანაში მუშაობის განახლების უფლებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს.
თავის მხრივ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ მადუროს მთავრობამ ოპოზიციასთან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ყველა დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, შეთანხმება აშშ-ს მიერ ვენესუელას გაყინული ფინანსური რეზერვების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყანას ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბის შემცირებაში უნდა დაეხმაროს.
შეთანხმების საბოლოო დადასტურების შემთხვევაში Chevron-ს და რამდენიმე სხვა ამერიკულ ნავთობკომპანიას ქვეყანაში საქმიანობის განახლების საშუალება მიეცემა.
მიუხედავად ამისა, ვენესუელას სანავთობო ინდუსტრიაში ბოლო წლებში შექმნილი მდგომაროების გამო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქვეყანამ საწყის ეტაპზე ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულებების ექსპორტირება შეძლოს.
1999-იან წლებში ვენესუელა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფო იყო - ქვეყანა დღეში 3.2 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა. მიუხედავად ამისა ბოლო ათწლეულებში სახელმწიფოს ზედმეტმა ჩარევამ, კორუფციამ, ინვესტიციების სიმცირემ და მთავრობის არაკომპეტენტურობამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეები.
ბაზარზე ვითარების მკვეთრი გაუმჯობესების შეუძლებლებლობის მიუხედავად, ამგვარი შეთანხმება ვენესუელის მთავრობასთან გლობალურ ბაზრებზე დადებითად იქნება აღქმული, რომ მომავალში მიწოდების ახალი წყაროს პოვნა იქნება შესაძლებელი.
ეს შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს OPEC+-ის კლუბის ქვეყნები ნავთობის მოპოვების არსებით შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც თავის მხრივ ნავთობის ფასის კლებით არის განპირობებული.
მოსალოდნელია, რომ შეთანხმების დეტალები მიმდინარე თვეშივე გახმოვანდება.