ავტორიზაციის შემდეგ ფაიზერის ვაქცინით 12-15 წლის 600,000 ბავშვი აიცრა
ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის განცხადებით, ავტორიზაციის მიღების შემდეგ ამერიკაში 12-15 წლის 600,000-მა ბავშვმა მიიღო Pfizer-ის ვაქცინა.
ბავშვების აცრა სკოლების სრულად გასახსნელად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს კორონავირუსი მარტივად გადააქვთ, ინფიცირება მაინც ხდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამერიკაში 3 მილიონი 17 წლამდე ადამიანი დაინფიცირდა.
Pfizer-მა განაცხადა, რომ მათი ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტური იყო ვირუსისგან დაცვაში.
_________________________________
ამჟამად ამერიკაში 12-17 წლის 4.1 მილიონი ადამიანია აცრილი. ქვეყნის 18 წელზე უფროსი მოსახლეობის 60% მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი.