Pfizer-მა 2021 წელს ვაქცინების გაყიდვით 37 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

 

2021 წელს Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინების გაყიდვით 36.8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კომპანიის არსებობის ისტორიაში საუკეთესო წელია. 

2021 წელს კომპანიის მოგება 22 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020 წლის მოგებაზე ორჯერ მეტია.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერ ბურლამ 2021 წელს "წყალგამყოფი" უწოდა. მისი თქმით, პანდემიამ კომპანია "ფუნდამენტურად და სამუდამოდ შეცვალა."

"კომპანია ამჟამად ახალ ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც ომიკრონ ვარიანტისთვის ბევრად ეფექტური იქნება", - ამბობს ბურლა. 

2022 წელს კომპანია 98-102 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ელის. 32 მილიარდი დოლარი კორონავირუსის ვაქცინებიდან იქნება, 22 მილიარდი კი Paxlovid-ის ანტივირუსული აბებისგან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები