ფაიზერი "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ მესამე დოზაზე ავტორიზაციას ითხოვს

პაიზერი აპირებს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელს ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე ავტორიზაციისთვის მიმართოს.

კომპანიაში თვლიან, რომ აცრიდან 12 თვის შემდეგ კიდევ ერთი დოზის გაკეთება მნიშვნელოვნად გაზრდის იმუნიტეტს და ვირუსის ახალი ვარიანტების საფრთხეს მკვეთრად შეამცირებს.

ფაიზერის მიერ რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მათი ვაქცინა ძლიერ დაცულობას უზრუნველყოფს მარტივად გადამდები დელტა შტამის წინააღმდეგაც.

ზოგადად, ვაქცინების უმეტესობას იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 2 დოზა სჭირდება, თუმცა, კორონავიურისის დელტა შტამმა შესაძლოა ეს შეცვალოს.

ხუთშაბათს ფაიზერის ექსპერტმა მიკაელ დოლსტენმა განაცხადა, რომ კვლევების თანახმად, მესამე დოზის (ბუსტერის) შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები შკალაზე 5-დან 10-მდე იზრდება.

 

 

მსგავსი სიახლეები