Axios: ჰეზბოლამ ირანს სთხოვა ისრაელისთვის შეეტია, მაგრამ უარი მიიღო

გასულ დღეებში ლიბან-ისრაელის საზღვარზე ჰებზოლასა და ისრაელის არმიას შორის ბრძოლების ინტენსიურობის ზრდის ფონზე, ჰეზბოლამ ირანს სთხოვა ისრაელისთვის შეეტია, თუმცა ისლამურმა რესპუბლიკამ თავი შეიკავა. 

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს და ისრაელის დაზვერვის უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს. 

გამოცემის წყაროების ცნობით, ჰეზბოლას თხოვნაზე ირანიდან განუცხადეს, რომ პირდაპირი იერიშისთვის ცუდი დროა, რადგანაც ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება. 

ნიუ-იორკში მყოფმა ფეზეშკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელი ომის გაფართოებით არის დაინტერესებული და ირანი თავს აარიდებს ხაფანგს. 

გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის წარმომადგენლები ჯერჯერობით უარს ამბობენ, თეირანში ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციაზე საპასუხო მოქმედებებზეც. 

კონტექსტი 

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ჰებზოლასა და ისრაელს შორის 2006 წლის შემდეგ ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები წარიმართა. 

ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას პოზიციებზე ისრაელის საავიაციო დარტყმების შედეგად ჰეზბოლას წევრების გარდა მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. გაიზარდა ევაკუაციის ზონაც ისრაელის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან.

გასულ კვირას საკომუნიკაციო მოწყობილობების სინქრონიზებული აფეთქებების შედეგად ჰეზბოლამ მძიმე დანაკარგები განიცადა. გარდა ამისა ცალკეული საჰაერო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია დაჯგუფების გავლენიანი მეთაურები, მათ შორის სარაკეტო ძალების უფროსი. 

 

მსგავსი სიახლეები