ბაიდენი ვარშავაში უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა
დღეს პოლონეთის დედაქალაქში აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ალექსეი რეზნიკოვსა და დმიტრო კულებას შეხვდა.
თავის მხრივ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს აშშ-ის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელებმაც. ომის დაწყების შემდეგ, ეს დმიტრო კულებასა და ჯო ბაიდენის პირველი პირადი შეხვედრა იყო.
"იმედი მაქვს, ეფექტური და შედეგიანი შეხვედრა იქნება", - განაცხადა უკრაინის ელჩმა პოლონეთში, ანდრეი დეშიცამ შეხვედრის დაწყებამდე.
შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტვიტერზე, სადაც წერია, რომ დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.