ბაიდენი ვიეტნამში ვიზიტს გეგმავს - თეთრი სახლი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 10 სექტემბერს ვიეტნამის ვიზიტს გეგმავს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
ჰანოიში ბაიდენი ქვეყნის ლიდერს ნგუენ ფუ ჩონგს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რომლებთანაც "შეერთებულ შტატებსა და ვიეტნამს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებს" განიხილავს.
"ლიდერები შეისწავლიან შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყონ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე ორიენტირებული ვიეტნამის ეკონომიკის ზრდას, ადამიანთა შორის კავშირების, საგანმანათლებლო და სამუშაო ძალის განვითარების პროგრამების გაფართოვებას, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ასევე მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში," - განაცხადა სპიკერმა.