ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე ივლისისთვის გადადო - Axios
აშშ-ს პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაგეგმილი ვიზიტი ივლისისთვის გადადო.
ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს ამერიკულ და ებრაულ წყაროებზე დაყრდნობით.
რამდენიმე დასავლური გამოცემის თანახმად, ჯო ბაიდენი ივნისის ბოლოს ისრაელში ჩასვლას და რეგიონული ლიდერების სამიტის გამართვას აპირებდა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბაიდენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანთან შეხვედრასაც გეგმავს.
ვიზიტის გადადების მიზეზად ებრაული წყაროები პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების „გაწელვას“ ასახელებენ.
როგორც Axios-ი წერს, აშშ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის დიალოგს შუამავლობს, რომლის ფარგლებშიც ებრაული მხარე ერ-რიადს წითელ ზღვაში მდებარე ორ კუნძულს გადასცემს - დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციის სანაცვლოდ.