ბახმუტთან 20-30 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა და დაიღუპა - The Guardian

დონეცკის რეგიონში, ქალაქ ბახმუტის დაკავების მცდელობისას რუსეთმა 20 000-დან 30 000-მდე სამხედრო დაკარგა - მოკლული და დაჭრილი. ამის შესახებ The Guardian 7 მარტს, დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა "ვაგნერის" წევრი პატიმარია.

"ვაგნერში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგს", - განაცხადეს მათ.

გამოცემის თქმით, რუს მებრძოლებში სამი დაშავებულზე ერთი მოკლული მოდის.

The Guardian აღნიშნავს, რომ თუ ეს ციფრები დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ბახმუტში რუსეთმა უფრო მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 20 წლის განმავლობაში, სადაც დაიღუპა და დაშავდა 21 ათასზე ცოტა ნაკლები ადამიანი.

დასავლელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი ჯარი ბახმუტში, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი სამი მხრიდან არის გარშემორტყმული. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინელ დამცველებს შეუძლიათ ან კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაუძლონ, ან გადაწყვიტონ ტაქტიკური უკანდახევა ერთი კვირის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები