ბელარუსიდან ხელახალი შეტევის შესახებ ცნობები ГРУ-ს დეზინფორმაცია იყო

2023 წლის თებერვალში რუსეთის გენშტაბის მთავარმა ოპერატიულმა სამმართველომ ხელმძღვანელობას წარმატებული ოპერატიული შენიღბვის შესახებ მოახსენა. ოპერაციის მიზანი იყო დაერწმუნებინა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ბელარუსიდან ხელახალი იერიშის შესაძლებლობაში. 

ამის შესახებ საუბარია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელსაც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური გაეცნო

დოკუმენტის მიხედვით, ოპერატიული შენიღბვის ოპერაცია მიმდინარე წლის 3-10 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობდა. პენტაგონის მონაცემებით, ГРУ-ს ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ მათ ააბნიეს უკრაინის სპეცსამსახურები და დააჯარეს, რომ ბელარუსიდან შესაძლებელი იყო ახალი იერიშის წამოწყება, მათ შორის ბელარუსის არმიის მონაწილეობით. 

თავიანთი ოპერაციის წარმატების მტკიცებულად ГРУ-ს ბელარუსში ჩატარებულ წვრთნებზე უკრაინის გენშტაბის რეაქცია მოჰყავდა. საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, ბელარუსში ერთობლივი საავიაციო წვრთნების დაწყებისა და Искандер-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემების გადასროლა აღქმული იყო, უკრაინულმა მხარემ აღიქვა როგორც ერთობლივი იერიშის მოსამზადებელი ეტაპი. 

ამ დოკუმენტის მიხედვით, უკრაინულ გენშტაბში უშვებდნენ, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე შექმნილ დანაყოფებს რუსეთის ვოლინის რეგიონში შესაჭრელად გამოიყენებდა, რათა ამით ხელი შეეშალათ დასავლური შეიარაღების ტრანპორტირებაში. 

მართლაც მიმდინარე წლის 20 მარტს უკრაინის გენერალურ შტაბში ბელარუსის ტერიტორიიდან ვოლინში შეჭრის მაღალი საფრთხის შესახებ განაცხადეს. 

პენტაგონის ანალიტიკოსების თქმით, ГРУ-ს ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გაეგრძელებინათ დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც 2 ეტაპად უნდა წარმართულიყო. 

ნაწილობრივი წარმატების მიუხედავად, მიმდინარე წლსი 21 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ არ ჯერა ბელარუსიდან ხელახალი იერიშის შესაძლებლობის რადგანაც ოკუპანტებს იქ არ ჰყავთ მობილიზებული ამისთვის საკმარისი ძალები. 

კონტექსტი 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო. სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრილი სამხედრო ნაწილები ცდილობდნენ კიევის აღებას. კიევის რეგიონის ნაწილის თითქმის 1-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევის მოგერიება შეძლეს. 

ოკუპანტებისგან კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ უკრაინის გენერალურმა შტაბმა 2022 წლის 2 აპრილს გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები