ბელგიაში კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი დაფიქსირდა
ბელგია ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ევროპის სახელმწიფოები აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბრუკმა განაცხადა, რომ აღნიშნული შტამი უცხოეთიდან ჩამოსულ აუცრელ ბელგიის მოქალაქეს დაუდასტურდა.
"ომიკრონ" ვარიანტი, რომელიც ცნობილი B.1.1.529-ის სახელით გახდა, წინა კვირაში სამხრეთ აფრიკაში გავრცელდა.
ახალი შტამი ბევრად მარტივად გადამდები და სიცოცხლისთვის უფრო საშიშია.
ამ ეტაპზე უცნობია რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინები "ომიკრონ" შტამის წინააღმდეგ.