ბლინკენი: ოქროს ემბარგო რუსეთს წელიწადში 19 მილიარდ დოლარს დააკარგინებს
ოქრო რუსეთისთვის მეორე ყველაზე მომგებიანი საექსპორტო პროდუქტია ენერგორესურსების შემდეგ, ქვეყანა მისგან ყოველწლიურად 19 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ოქრო, რომელზეც ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ, არის რუსეთის მეორე ყველაზე მომგებიანი საექსპორტო საქონელი ენერგეტიკის შემდეგ, დაახლოებით 19 მილიარდი აშშ დოლარით წელიწადში, და მისი უმეტესი ნაწილი არის "დიდი შვიდეულის" ქვეყნებში. ასე რომ, ამ ექსპორტის შეწყვეტით, ისინი ყოველწლიურად დაახლოებით 19 მილიარდი დოლარის შემოსავლებს დაკარგავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, უკვე დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს რუსეთის ფედერაციაზე.
"მაშინაც კი, როდესაც რუსეთი იღებს შემოსავალს ნავთობის უფრო მაღალ ფასებში გაყიდვით, ის ვერ ხარჯავს მას ექსპორტის კონტროლის გამო. ის ვერ იძენს იმას, რაც მას სჭირდება თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციისთვის, ტექნოლოგიების მოდერნიზაციისთვის, ენერგეტიკული დაზვერვის მოდერნიზაციისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, თითოეული ეს სფერო შემცირდება", - დასძინა მან.