Bloomberg: ბაიდენი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დააწესებს
ჯო ბაიდენი დღეს რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ემბარგოს ქვეშ მოხვდება არამხოლოდ რუსული წარმოების ნავთობი, არამედ თხევადი გაზი და ქვანახშირიც. არსებული ინფორმაციით, ემბარგოს ჯერჯერობით არ შეუერთდებიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებულები რუსულ ენერგომატარებლებზე, ვიდრე აშშ.
მოსალოდნელი ემბარგოს შესახებ ცნობების გავრცელების პარალელურად, საგრძნობლად გაიზარდა ნავთობის ფასიც. ამ დროისთვის Brent-ის მარკის 1 ბარელი ნავთობის ფასი 124 დოლარს შეადგენს.
რუსული ნავთობის წილმა ამერიკულ იმპორტში გასულ წელს სულ 3% შეადგინა. მიმდინარე წელს კი რუსული ნავთობის წილმა აშშ-ს მთლიან მოხმარებაში 8% შეადგინა.