ბოლო ცნობებით უკრაინის არმიამ ლიმანთან 25 კილომეტრით წინ წაიწია - რა ვიცით

ბოლო ცნობებით, უკრაინის არმიას ლიმანის მიმართულებით უკრაინის შეაიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. 

ბოლო საათებში უკრაინულ სამხედრო ტელეგრამ არხებში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ჩანს სოფელ რედკოდუბში მყოფი უკრაინელი სამხედროები. 

სოფელი დონეცკის ობლასტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. გარდა ამისა აქტიურად ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, რომ ამ მიმართულებით უკრაინელმა მებრძოლებმა კიდევ ერთი სოფელი, ეკატერინოვკა გაათავისუფლეს. 

უცხოელი სამხედროები ექსპერტები და ბლოგერები უკვე რამდენიმე დღეა გეოლოკაციის მონაცემებზე და სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინის არმიამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა. 

დასახლება ქალაქ ლიმანიდან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში მდებარეობს. თუ ეს ცნობები დადასტურდება ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ მიმართულებით უკრაინის არმიამ მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირიდან 25 კილომეტრით წაიწიეს წინ. 

ამგვარად უკრაინელები უახლოვდებიან მნიშვნელოვან მაგისტრალს, რომელიც სვატოვოსა და კრემენნაიას აკავშირებს. ამ წუთისთვის უკრაინას მაგისტრალისგან 17 კილომეტრი აშორებს.

რა მნიშვნელობა აქვს ლიმანს?

ფრონტის ამ მიმართულებით უკრაინელები ახლოს არიან რამდენიმე ათასი ოკუპანტის ოპერატიულ ალყაში მოქცევასთან. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სოფელ შუროვესთან მდინარე სივერსკი დონეცის ფორსირება მოახდინეს. 

"ღამით ჩვენ გადაცურვა მოგვიწია, ოკუპანტებმა დამბა ააფეთქეს და წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა. ჩვენ წელამდე წყალში მივდიოდით. იყო ესეთი სირთულეებიც",- ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე настоящее время-სთან საუბარში. 

სოფელს ლიმანისთვის ბრძოლაში მისი სიახლოვის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტის გარღვევაზე რამდენიმე დღის წერდა ომის კვლევის ინტიტუტი თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში. 

დღეს ამ მიმართულებით წინსვლის შესახებ პრაქტიკულად ყველა უკრაინელი სამხედრო ექსპერტი და ბლოგერი წერს, ვრცელდება ამ წინსვლის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც. 

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით კონრშეტევების შესახებ ტრადიციულად არაფერს იტყობინება. 

ცოტა ხნით ადრე უკრაინელებმა მდინარე ოსკოლთან მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, რაც ლიმანის დაცვის მეორე ხაზს წარმოადგენს. 

ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა სიღრმეზე გაარღვია უკრაინის არმიამ ამ მიმართულებით ფრონტი, დადასტურებულად ცნობილია ერთი გათავისუფლებული დასახლებული პუნქტის შესახებ. 

სოფელ პესკი-რადკოვსკის სკოლაზე ისევ უკრაინის დროშა ფრიალებს, რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება უკრაინის არმიის წინსვლის ამსახველი რუკები, თუმცა უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ცნობით წინსვლა გაცილებით დიდია. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ მიდიან პირდაპირ შეტევაში მტრის კარგად გამაგრებულ რაიონებზე. ეს მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით ხდება. ჩვენი მებრძოლები ოკუპანტების ლიმანის დაჯგუფების ალყაში მოქცევას ცდილობენ, ისინი წინ მიიწევენ ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც",- უკრაინის გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ვლადისლავ სილიზნიოვი. 

სამხედრო ექსპერტების თქმით, ფრონტის ამ მიმართულებით ლიმანის შენარჩუნება რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა უკრაინის კონტრ-იერიშის შესაჩერებლად. 

"რუსები ფიქრობენ, რომ ეს ლუჰანსკის ჩრდილოეთიდან უკრაინის იერიშის შეჩერებისა და ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ამ მიმართულებით რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის, მეოცე საარმიო შენაერთის დაჯგუფებები მოქმედებს, რომელიც პირველ გვარდიული სატანკო არმიის ნაწილია",- ამბობს სამხედრო ექსპერტი, კონსტანტინ მაშოვეცი. 

ამასთანავე ქალაქი ლიმანი ძალიან მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს და მისი დაკავება უკრაინელებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას განუბლოკავს, მათ შორის სევერედონეცკსა და ლისიჩანსკსზე. 

რუსულ ტელეგრამ არხებზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიმანის მიმართულებით რუსებს რეზერვები გადაჰყავთ და თავდაცვის ზღუდის გამაგრებას ცდილობენ. 

უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ქალაქში რუსეთი თავდაცვის ხაზს აწყობს და მოწინააღმდეგის კონცენტრაციის გათვალისწინებით ქალაქის გათავისუფლებას მცირე დრო არ დაჭირდება. 

 

მსგავსი სიახლეები