ბრიტანეთი: რუსეთს დონბასში წარმატებული იერიშისთვის მდინარის გადალახვა სჭირდება, მაგრამ არ გამოსდის
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ომის სიტუაციური ანალიზი გამოაქვეყნა.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის ფრონტზე მთავარი საბრძოლო მოქმედებები კვლავ ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო მიმდინარეობს.
მომდევნო თვეებში რუსებისთვის იერიშის გასაგრძელებლად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მდინარის ფონის გადალახვა იქნება.
რუსეთის არმიას მდინარე სივერსკი დონეცის 90 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის გვერდის ავლა ან მასზე ფორსირებულად გადასვლა მოუწევს, რასაც აქამდე უკრაინული წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს.
უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს მდინარეზე გადებული ხიდების აფეთქება, უკრაინული საცეცხლე იერიშის ქვეშ კი რუსებისთვის ფონზე გადასვლა სირთულეს წარმოადგენს, აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.