ბრიტანეთი უკრაინას თავდაპირველად დაგეგმილზე ორჯერ მეტ Challenger 2-ს გადასცემს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ბრიტანეთი უკრაინას თავდაპირველად დაგეგმილზე ორჯერ მეტ Challenger 2-ის ტანკს გადასცემს.
ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ 4 მარტს, Радіо Свобода-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალსტმა მას ჰკითხა რა დახმარებას ელოდა უკრაინა ბრიტანეთისგან და რა მიიღო.
"ძნელი სათქმელია [რა პროცენტით], რადგან ბრიტანეთის დახმარება სხვადასხვა დონეზეა. მაგალითად, თუ საუბარია სამხედრო წვრთნებზე, მაშინ ერთი რაოდენობის სამხედროების მომზადება ვთხოვეთ, ახლა კი ბრიტანეთი წელს გვთავაზობს მათი რაოდენობა 2.5-ჯერ გავზარდოთ. ანუ აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 250%-ით. ზოგიერთი იარაღი, რომელიც ჩვენ ვთხოვეთ - მაგალითად, თვითმფრინავი, აქ რთულად არის საკითხი. ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს. თუ ტანკებზე ვსაუბრობთ, თავდაპირველად 14 ტანკს [Challenger 2] დაგვპირდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის შედეგად შევთანხმდით, რომ ეს რიცხვი გაორმაგდებოდა", - განაცხადა პრისტაიკომ.