ბრიტანეთის პრემიერობის ორი საბოლოო კანდიდატი ცნობილია
ცნობილია იმ კანდიდატების ვინაობა, ვინც ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლის ბოლო რაუნდში დაუპირისპირდება ერთმანეთს.
კონსერვატიული პარტიის დეპუტატებს შორის ჩატარებულ კენჭისყრაში ყოფილმა კანცლერმა რიში სუნაკმა (137 ხმა) და მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა (113 ხმა) გაიმარჯვეს.
თავდაცვისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი, 105 ხმით მესამე ადგილზე გავიდა და ბრძოლას გამოეთიშა.
კონსერვატორების ახალი ლიდერის და შესაბამისად, ბრიტანეთის ახალი პრემიერის არჩევნების ბოლო რაუნდი აგვისტოში დაიწყება და მასში კონსერვატიული პარტიის ასი ათასობით წევრი მიიღებს მონაწილეობას.
ხმის მიცემა 2 სექტემბერს დასრულდება, ხოლო ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გვეცოდინება.