ბრიტანეთში გაწვრთნილი უკრაინელი სამხედროები საბრძოლო მისიებს უკვე ასრულებენ
2400 უკრაინელმა სამხედრომ უკვე გაიარა წვრთნა ბრიტანეთის სასწავლო პოლიგონებზე, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა 11 აგვისტოს უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
"ამჟამად, პირველ ეტაპზე, 2400 სამხედრო უკვე გადამზადდა, კიდევ 2400 სამხედრო გადის წვრთნას, ასევე იგეგმება კიდევ 5000-ზე მეტი სამხედროს მოსამზადებლად გაგზავნა", – განაცხადა მან.
გრომოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველი უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი მომზადება, უკვე წარმატებით ასრულებენ საბრძოლო მისიებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადების შემადგენლობაში.
უკრაინელი სამხედროების დიდ ბრიტანეთში მომზადების პროგრამა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში ვიზიტის დროს შესთავაზა.
სწავლებები ითვალისწინებს მოხალისეების მომზადებას საბაზისო სამხედრო უნარებში ბრიტანეთის არმიისა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში, უახლოეს თვეებში 10 000-მდე უკრაინელი გადამზადდება.