ჩერევატი: უკრაინის ჯარი ბახმუტიდან არ გადის, გარეუბნებში ბრძოლები გრძელდება
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ბახმუტში პოზიციებს იცვლიან და კონტროლირებადი როტაციის ფარგლებში, ქალაქიდან უკრაინის ჯარების მასობრივი გაყვანა არ ხდება.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბახმუტს აკონტროლებენ უკრაინის თავდაცვის ძალები - უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, ბრძოლები ძირითადად ქალაქის გარეუბნებში მიმდინარეობს.
ჩერევატის ცნობით, 4 მარტსსამხედრო ოპერაციები ჩატარდა ბახმუტის გარშემო, სოფლებში ვასიუკოვკა და დუბოვო-ვასილევკა, ივანოვსკოე და ბოგდანოვკა.
მისი თქმით, მხოლოდ ბახმუტის რაიონში დამპყრობლებმა 21-ჯერ შეუტიეს უკრაინის პოზიციებს არტილერიისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მოხდა ცხრა შეტაკება.
ჩერევატის მონაცემებით, გუშინდელი დღის განმავლობაში ბახმუტს ოკუპანტები 131-ჯერ დაესხნენ თავს.