ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში ანტისიონისტმა მარქსისტმა გაიმარჯვა

 

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა გაბრიელ ბორიჩმა გაიმარჯვა.

35 წლის ანტისიონისტმა მარქსისტმა ულტრამემარჯვენე მეტოქეს, ხოსე ანტონიო კასტს სძლია.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც მხარს მემარცხენე ძალების ფართო კოალიცია უჭერდა, არჩევნების მეორე ტურში ხმათა 56 % მოაგროვა.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კასტმა მოწინააღმდეგის გამარჯვება აღიარა და ბორიჩს არჩევა მიულოცა.

წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩილეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. კანდიდატებმა ჩილელებს ქვეყნის ორი რადიკალურად განსხვავებული ხედვა შესთავაზეს.

კასტი ჩილეს ყოფილი დიქტატორის, აუგუსტო პინოჩეტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას იცავდა და აქცენტს კრიმინალთან ბრძოლაზე აკეთებდა.

ბორიჩი ჩილეს ეკონომიკური მოდელის - რომელიც ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული - გადასინჯვას მოითხოვს და კონსტიტუციის ძირეულად შეცვლას ემხრობა.

არჩევნებში გამარჯვებულმა პოპულარობა 2011 წლის სტუდენტური პროტესტების დროს მოიპოვა, როდესაც ახალგაზრდა ჩილელები უფრო ხელმისაწვდომ განათლებს და სოციალურ ცვლილებებს მოითხოვდნენ.

ბორიჩი აქტიურად მონაწილეობდა 2019 წელს დაწყებულ მასობრივ დემონსტრაციებში, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ უთანასწორობას და კორუფციას აპროტესტებდა.

ულტრამემარცხენე ხედვებით გამორჩეული პოლიტიკოსი ამომრჩევლებს ჩილეს საპენსიო და ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნას, სამუშაო კვირის 45-დან 40 საათამდე შემცირებას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას პირდება. 

 

მეტს გაეცანით: 

მსგავსი სიახლეები