ჩილეს თავდაცვის მინისტრად სალვადორ ალიენდეს შვილიშვილი წარადგინეს

 

ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა ახალი, მემარცხენე მთავრობა წარადგინა. მინისტრების უმრავლესობა ქალია.

მემარცხენე ბორიჩმა, რომელიც 35 წლისაა, პრეზიდენტის პოსტზე მემარჯვენე ბიზნესმენი, სებასტიან პინიერა ჩაანაცვლა და ჩილეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

ახალ მთავრობაში 14 ქალი და 10 კაცია, რომელთა საშუალო ასაკიც 49 წელია. 

საერთაშორისო მედიის ყურადღება ჩილეს ახალმა თავდაცვის მინისტრმა მიიპყრო. ამ პოსტს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სალვადორ ალიენდეს შვილიშვილი მაია ფერნანდესი დაიკავებს. 

მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ ბორიჩის თანამებრძოლები სტუდენტური საპროტესტო აქციებისას. კომუნისტი პოლიტიკოსი, 33 წლის კამილა ვალეხო, მთავრობის სპიკერი გახდა. ის ბორიჩის არჩევამდე ჩილეს უნივერსიტეტის სტუნდეტური კავშირის ლიდერი იყო.

ქალებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი 32 წლის ანტონია ორელანა გახდა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია.

ბორიჩის ინაუგურაცია 11 მარტს შედგება.

 

მსგავსი სიახლეები