ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა
ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა სამშაბათს, ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა.
ამის შესახებ Reuters წერს.
ვერტმფრენი, რომელშიც 74 წლის პინიერა და კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩილეში, ტბაში ჩამოვარდა.
ყოფილი პრეზიდენტი გარდაცვლილი მას შემდეგ იპოვეს, რაც ადგილზე მაშველები მივიდნენ. დანარჩენი სამი მგზავრი გადარჩა.
Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ პინიერა თავად მართავდა ვერტმფრენს, თუმცა ოფიციალური პირები ამას არ ადასტურებენ.
პინიერა ხშირად ატარებდა ზაფხულს სამხრეთ ჩილეს ტბებთან და ხშირად მართავდა საკუთარ ვერტმფრენს.
ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ყოფილი ლიდერის დაკრძალვის ღონისძიებები პარასკევს დაიწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კაროლინა ტოჯამ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტის ცხედარი ქალაქ ლაგო რანკოს მახლობლად მდებარე ტბაში იპოვეს: "ჩვენ გვახსოვს, რომ მან თავისი ცხოვრება საჯარო სამსახურს მიუძღვნა."