CIA-ის დირექტორი: პუტინის ომი უკრაინაში სხვა არაფერია თუ არა სრული ჩავარდნა
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 6-თვიანი მძიმე ომის შემდეგ, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი კონტრიერიში წამოიწყო.
ბილ ბარნსის თქმით, საომარი მოქმედებების განვითარებამ აჩვენა, რომ პუტინი ძალიან შეცდა უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის პერსპექტივის შეფასაბაში და მის მიერ წამოწყებულ ომს სრული ჩავარდნა უწოდა.
ამ თემებზე CIA-ის დირექტრომა ბელინგტონზე კიბერუსაფრთხოების კონფრერენციაზე ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის ფინალური თავი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რთულია პუტინის მიერ წამოწყებულ ომს ჩავარდნის გარდა სხვა რამ დავარქვათ",- ამბობს ბარნსი.
ბარნსის თქმით, პუტინი იმყოფება ისეთი მრჩეველების გარემოცვაში, რომლებსაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ - "მას სჯეროდა, რომ ომის გაწელვასთან ერთად ევროპული მხარდაჭერა ვერ შენარჩუნდებოდა, ხოლო კონფლიქტის მიმართით აშშ-ის ინტერესი მკვეთრად შემცირდებოდა".
ბარნსის თქმით, პუტინი ომის ამ ეტაპზეც ისევე როგორც ომის დაწყებამდე გაკეთებულ დაშვებებში.
"მიმდინარე ომმა დაგვნახა არამხოლოდ რუსეთის არმიის სისუსტეები, არამედ ამას ექნება გრძელვადიანი ეფექტი - რომელსაც რუსეთის ეკონომიკა და მომავალი თაობები საკუთარ თავზე გამოცდიან",- განაცხადა ბარნსმა.