დუმის დეპუტატი, რომელმაც დონბასის დამოუკიდებლობა აღიარა: ომი უნდა შეწყდეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, მიხაილ მატვეევი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სადამსჯელო ომს გამოეხმაურა.
მატვეევი კომუნისტური პარტიის წევრია, სწორედ ამ პარტიის კანონპროექტის მიხედვით აღიარა დონბასის "სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობა ჯერ დუმამ, ხოლო მოგვიანებით თავად ვლადიმირ პუტინმაც. მათ შორის დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარების მხარდამჭერებს შორის იყო თავად მატვეევიც.
"მივიჩნევ, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როდესაც ხმას ვაძლევდი დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას, მე ხმას ვაძლევდი მშვიდობას და არა ომს. ხმას ვაძლევდი, რომ რუსეთი ყოფილიყო ფარი, რომ არ დაებომბათ დონბასი და არა იმას, რომ დაებომბათ კიევი",- წერს მატვეევი.
მატვეევი დუმის იმ 300 დეპუტატს შორისაა, რომელიც ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.