ეგვიპტე უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე კვლავ უარს ამბობს - The Wall Street Journal

ეგვიპტემ აშშ-ის მიერ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მრავალ თხოვნაზე თქვა უარი. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის მასალაში, რომელიც 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონმა ეგვიპტეს თხოვნით მიმართა, უკრაინას საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და მცირე ზომის შეიარაღება მიაწოდოს.

ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფატაჰ ალ-სისის შორის შეხვედრის შემდეგ, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ მოუწოდეს კაიროს იარაღის მიწოდების მოთხოვნა შეასრულონ.

გამოცემის ცნობით, ეგვიპტელი ოფიციალური პირები პირად საუბრებში ამბობენ, რომ უკრაინაში იარაღის გაგზავნას არ აპირებენ. ამ უარით კაირომ აჩვენა, რამდენად შორს "წასასვლელად არის მზად," რათა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით.

ამავდროულად, კაირო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ ეგვიპტე წელიწადში დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარს იღებს, რაც მას სიდიდით დახმარების მეორე მიმღებად აქცევს, ისრაელის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები