ესტონეთის პრეზიდენტი პუტინის გამოსვლაზე: სტალინს საფლავში უნდა გაეღიმა

რუსეთი არ არის დაინტერესებული მშვიდობით, ეს გამომდინარეობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვიდან, რომელიც მან 21 თებერვალს წარმოთქვა. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა Twitter-ზე დაწერა.

"თუ ვინმეს ეგონა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში მშვიდობით არის დაინტერესებული, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. დღევანდელმა [21 თებერვალს] გამოსვლამ ნათლად აჩვენა: მოსკოვის მიზნები უცვლელია, ისინი მზად არიან დასავლეთთან ხანგრძლივი და მტრული კონფრონტაციისთვის და შიდა უთანხმოებას არ გვაპატიებენ. სტალინს საფლავში უნდა გაეღიმა", - თქვა მან.

კონტექსტი

21 თებერვალს პუტინმა რუსეთის ფედერალურ ასამბლეას მიმართა. მოსკოვში ღონისძიებაზე 1000-მდე ადამიანი იყო მიწვეული: სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები და სენატორები, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები, უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები, მოსამართლეები, რელიგიური კონფესიების ლიდერები, ასევე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მონაწილეები.

მიმართვისას პუტინმა, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ რუსეთი აღარ იქნება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების მონაწილე და შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის ახალი ტიპების შემუშავებაში დაადანაშაულა. ასევე, თავის გზავნილში პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსული პროპაგანდის ცნობილი თეზისები იმის შესახებ, რომ "უკრაინაში დასავლეთის მიერ გაწვრთვნილი ნაცისტები" არიან და ომი უკრაინაში,  შეერთებული შტატების, ნატოს, დასავლეთის და თავად უკრაინის ბრალია.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა პუტინის გამოსვლას უწოდა "ყველაზე მიმართვა ბოლო 20 წლის განმავლობაში."

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, პუტინის გამოსვლამ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს არ აქვს „პერსპექტიული გადაწყვეტილებები“ არსებულ ვითარებაში. 

მსგავსი სიახლეები