ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო
24 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება ევროპის" რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.
"თეთრი კვამლი! ბოლოსდაბოლოს! შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე, მე-10, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ", - წერს ის.
სანქციების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო შვედეთმაც გამოაქვეყნა:
- ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე საექსპორტო შეზღუდვების გამკაცრება;
- მიზანმიმართული შემაკავებელი ზომები ომის მხარდამჭერი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიან;
- ზომები რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.