ევროკომისია ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის 37 მილიონი დოზის ყიდვას გეგმავს
კომპანია ჯონსონ & ჯონსონის სპიკერის განცხადებით, ევროკომისიამ დაიწყო მათთან მოლაპარაკება 36.7 მილიონი ერთდოზიანი ვაქცინის შეძენაზე.
კომისიამ პირველად ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის 200 მილიონი დოზა 2020 წლის ოქტომბერში იყიდა. თუმცა, კომპანიამ ხელშეკრულების პირობების სრულყოფილად შესრულება ვერ მოახერხა.
ივნისის ბოლოს ევროკავშირმა ჯონსონ & ჯონსონისგან დაგეგმილი 55 მილიონის ნაცვლად, ვაქცინის მხოლოდ 14 მილიონი დოზა მიიღო.
ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპაში კორონავირუსის დელტა შტამის სწრაფ გავრცელებას მოჰყვა.