ევროპა მზადაა უკრაინაში 30 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნოს - Washington Post

ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის იდეას პოტენციური "ცეცხლის შეწყვეტის" მონიტორინგის მიზნით, შეუძლიათ სულ 25-30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა.

ამის შესახებ The Washington Post ოთხ ინფორმირებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

პოტენციური სამხედრო კონტიგენტის ზომა, რომელიც ევროპას შეეძლო უკრაინაში გაეგზავნა, შეერთებული შტატების წერილზე პასუხებში გამოჩნდა, სადაც ისინი ევროპულ ქვეყნებს სთხოვდნენ დეტალურად დაეზუსტებინათ თავიანთი შესაძლებლობები კიევის მხარდასაჭერად.

WP-ის წყაროების თანახმად, ევროპული სახელმწიფოები ახლა მზად არიან უზრუნველყონ რამდენიმე ბრიგადა უკრაინაში პოტენციური განთავსებისთვის, რომელთა სავარაუდო რაოდენობა 25-დან 30 ათასამდე იქნება.

გამოცემის თანამოსაუბრეები წერენ, რომ ევროპელი სამხედროები "არ განლაგდებიან საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, მაგრამ მზად იქნებიან ძალის დემონსტრირებისთვის, თუ რუსეთი ომს განაახლებს."

გარდა ამისა, უკრაინაში მყოფ სამხედრო ძალებს შეიძლება მხარი საზღვარგარეთიდან დაუჭირონ, "თუ მათ დასჭირდებათ ძალების სწრაფად შეკრება და წინსვლა."

გამოცემის თანახმად, ასეთი მისიისთვის ყველაზე საფუძვლიანი სამხედრო გეგმა საფრანგეთს აქვს - ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა.

WP-ის ორი წყარო ამბობს, რომ სხვა ევროპული სახელმწიფოები კვლავ გადაუწყვეტელები არიან ან პრობლემების წინაშე დგანან შეზღუდული სამხედრო ძალების გამო.

შეერთებულმა შტატებმა ადრე საჯაროდ აღიარა უკრაინაში სამშვიდობოების დისლოცირების შესაძლებლობა პოტენციური "ზავის" მონიტორინგისთვის, მაგრამ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარები არ მიიღებენ მონაწილეობას ასეთ მისიაში.

იმავდროულად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში გაგზავნოს ბრიტანელი სახმედროები სამშვიდობო ფუნქციების შესასრულებლად.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა კი განაცხადა, რომ შვედური ჯარების გაგზავნა უკრაინაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში "აბსოლუტურად შესაძლებელია."

მსგავსი სიახლეები