ფინეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში ნატოს ბაზის განთავსებას არ გამორიცხავს
ფინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ფინეთი ქვეყანაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ანტი კაიკონენის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის. კაიკონენი ამბობს, რომ ამ დროისთვის მიღებულია გადაწყვეტილება ნატოს ფორმატში ფინელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მეთაურობის სტრუქტურა და ნატოს შეიარაღებული ნაწილების საკითხი ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის ცენტრალური საკითხია. კაიკონენმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში ალიანსი არ აიძულებდა წევრ სახელმწიფოებს მისი სტრუქტურების ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებას.
ნატოში გაწევრიანების განაცხადის შევსების შემდეგ, რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქის ლაპეენრატას ხელისუფლებამ გამოთქვა მზაობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ.