ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე გალავნის მშენებლობა დაიწყო
ფინეთში რუსეთთან საზღვარზე ბარიერის აგება დაიწყეს. ამის შესახებ 28 თებერვალს ფინეთის სასაზღვრო დაცვის პრესსამსახურმა განაცხადა.
პირველ ეტაპზე იმატრას სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან სამკილომეტრიანი საცდელი მონაკვეთი აშენდება.
სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. გალავნის გვერდით სასაზღვრო პატრულირებისა და ტექნიკური მუშაკებისთვის გზაც აშენდება. ღობე ასევე გაივლის კერძო ნაკვეთებს, ამიტომ ფინეთის ხელისუფლება ამაზე მოლაპარაკებას მიწის მესაკუთრეებთან აწარმოებს.
უახლოეს 3-4 წელიწადში ფინეთი გეგმავს დაახლოებით 200 კმ გალავნის აშენებას.