ფიცო: ზელენსკი სლოვაკეთის მტერია, ის ზიანს გვაყენებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტ ვოლოდიმირზელენსკის სლოვაკეთის მტერი უწოდა.

"ჩვენი მტერი ზელენსკია. ზელენსკიმ გამოიწვია ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. მე ის არ მომწონს, რადგან ის ზიანს აყენებს სლოვაკეთს." - აღნიშნა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის ბოლო განცხადებაზე, რომელიც საუბრობდა აზერბაიჯანიდან ევროპის ქვეყნებში გაზის შესაძლო ტრანზიტზე.

ფიცომ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სხვა არჩევანი არ აქვს "გარდა აზერბაიჯანიდან ცოტა გაზზე საუბრისა," თავად კი "ბუშტებს ბერავს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ბუშტი გაათავისუფლებს მას რთული გადაწყვეტილების მიღებისგან."

მან გაიმეორა, რომ ბრატისლავა "ყველაზე რეალისტურ" ვარიანტად რუსული გაზის ტრანზიტის აღსადგენას განიხილავს - მაგალითად, თუ ის ბუნებრივ აირს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეიძენს და "ეს გაზი სლოვაკური გაზის სახით გადაიგზავნება უკრაინის ტერიტორიის გავლით."

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფიცოს საპასუხოდ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირებისა და მისი პრორუსული კურსის წინააღმდეგ აქციების ფონზე, ფიცომ გარე მტრების ძებნა დაიწყო და ისინი უკრაინაში იპოვა.

"ჩვენ ამ აბსურდულ განცხადებებს მივიჩნევთ, როგორც მცდელობას გადაიტანოს შიდა პოლიტიკაში საკუთარ წარუმატებლობზე პასუხისმგებლობა უცხო სახელმწიფოებზე და ლიდერებზე. გირჩევთ, უცხოეთში კი არა, სარკეში ჩაიხედეთ." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. "დარწმუნებული ვართ, რომ რობერტ ფიცოს ეს პოზიცია და პოლიტიკა ეწინააღმდეგება სლოვაკი ხალხის არჩევანს, იყოს ევროპული თანამეგობრობის განუყოფელი ნაწილი."

კონტექსტი

რობერტ ფიცოს ბოლო განცხადებები არის მისი კონფრონტაციული რიტორიკის გაგრძელება უკრაინის მიმართ მას შემდეგ, რაც 2025 წლის დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთიდან გაზის ტრანზიტი შეაჩერა.

რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა. ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში მოქალაქეები შეიკრიბნენ დემონსტრაციებზე სლოგანით: "სლოვაკეთი ევროპაა." მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვნდნენ.

"ბრატისლავა არ არის მოსკოვი, სლოვაკეთი ევროპაა," - დაწერა ქვეყანაში მიმდინარე აქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე 25 იანვარს.

რობერტ ფიცო ქვეყანას უკვე 1 წელიწადზე მეტია მართავს და მისი მმართველობა ევროსკეპტიკური და ანტი-უკრაინული პოლიტიკით გამოირჩევა. ამ ყველაფრის კულმინაცია მოსკოვში მისი ვიზიტი და უკრაინასთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა იყო, რამაც სლოვაკეთი გაზის სტაბილური წყაროს გარეშე დატოვა.

მსგავსი სიახლეები