ფრონტზე სირთულეების გამო კრემლში რეფერენდუმის თარიღის გადაწევას გეგმავენ
დონბასში წარმოქმნილი და მოულოდნელი სამხედრო სირთულეების ფონტზე კრემლს შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების შესახებ რეფერენდუმის თარიღის გადატანა მოუწიოს.
ამის შესახებ Meduza-ს მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცემის წყაროებზე დაყრდნობითაა მომზადებული.
ამ დროისთვის რუსეთის საოკოპაციო ძალები დონეცკის ობლასტის ადმინისტრაციული ტერიტორიის 60.2%-ს აკონტროლებენ და ეს ციფრი ბოლო 1 თვის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ივლისის დასაწყისში ოკუპანტები ობლასტის 59.7%-ს აკონტროლებენ.
ფრონზე შექმნილი მწვავე სირთულეების და გრაფიკთან მკვეთრი ჩამორჩენის მიუხედავად კრემლში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარაებას მაინც შემოდგომაზე გეგმავენ.
აქამდე ცნობილი იყო, რომ რუსეთს კვაზი-რეფერენდუმების ჩატარება 11 სექტემბრისთვის ჰქონდა დაგეგმილი, სწორედ ამ დღეს რუსეთში ადგილობრივი საკრებულოების, პარლამენტებისა და ზოგი გუბერნატორის არჩევნები ჩატარდება.
მაგრამ იგივე გეგმა ითვალისწინებდა, რომ 11 სექტემბრისთვის რუსეთის არმიას უკვე არამხოლოდ დაკავებული ექნებოდა ობლასტის სრული ტერიტორია, არამედ მასზე კონტროლიც კონსოლიდირებული ექნებოდა.
სამხედრო კამპანიის წარუმატებლობის ფონზე, კრემლში ასევე განიხილავენ, რომ რეფერენდუმის თარიღი უცვლელი დარჩეს და ის კვლავ 11 სექტემბერს გაიმართოს, თუმცა დონბასის მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსები უკვე აკონტროლებენ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რუსი სამხედროები სხვა ტერიტორიებს რეფერენდუმი ჩატარების შემდეგ დაიაკვებენ, მათი ანექსირება ავტომატურად მოხდება.
Meduza-ს ცნობით, ჯერ კიდევ მაის-ივნისის პერიოდში დარწმუნებულები იყვნენ, რომ 11 სექტემბრისთვის ყველაფერი მზად იქნებოდა და რეფერენდუმები მათთვის სასურველი სცენარით და პროპაგანდისტული გაფორმებით ჩატარდებოდა.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ცნობები, რომ თავდაპირველად კრემლში ამგვარი რეფერენდუმების ჩატარებას გაზაფხულზე აპირებდნენ. აქედან გამომდინარე კრემლში თარიღის კიდევ უფრო შორს გადაწევა აღარ სურთ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამ კუთხით უკვე მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული ძალისხმევაა გაწეული - რუსეთის მარიონეტებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე გამოსცეს კანგარგულებები კენჭისყრის დღის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა, კრემლში მუშაობენ სათადარიგო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმები შესაძლოა ზამთარში, წლის მიწურულს ჩატარდეს. როგორც ჩანს კრემლში დარწმუნებულები არიან ზამთვრის უკვე მართლაც ექნებათ კონტროლი დონბასის სრულ ტერიტორიაზე.
გამოცემის წყაროების ცნობით, ამის ალბათობა დღითიდღე იზრდება. ამავდროულად კრემლში ფიქრობენ, რომ თარიღის კიდევ ერთხელ გადაწევა შესაძლოა სისუსტედ იყოს აღქმული მოსახლეობის გარკვეული წრეების მხრიდან.
რეფერენდუმის თარიღის შესაძლო გადაწევაზე მეტყველებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მარიონეტების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული განცხადებები, რომელთა მიხედვითაც რეფერენდუმის ჩატარება დონბასის შესაძლებელი მხოლოდ დონბასის სრულად დაკავების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მოსაოდნელია, რომ თარიღის გადატანის შემთხევაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იძულებელი გახდა შეიმუშავოს ახალი კონცეფცია, სლოგანები და იდეოლოგიის ელემენტები, რომლებიც შეცვლილ რეალობას მოერგება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ კრემლის შიდა პოლიტიკურმა ბლოკმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ე.წ. ახალი რუსეთის კონცეფცია მოამზადა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა უნდა დაერწმუნებინათ იმაში, რომ რუსეთთან მიერთების შემდეგ მათი ცხოვრება მკვეთრად გაუმჯობესდებოდა და ამით პირდაპირ ისარგებლებდნენ.
არსებული ცნობებით ეს კონცეფცია არ მოუწენა ვლადიმირ პუტინს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ზოგ წევრს - მათ მიაჩნდათ, აქცენტი არა ახლის შემოერთებაზე, არამედ ძველის დაბრუნებაზე ყოფილიყო. სწორედ ამ უკმაფილების შედეგია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების პროპაგანდირება ახალი სლოგანების ქვეშ ხდება, რომლის მთავარი შინაარსიც ის არის, რომ უკრაინელები და რუსები თითქოს ერთი ერია.
Meduza-ს წყაროების ცნობით, რეფერენდუმების თარიღთან დაკავშირებას გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინი უახლოს მომავალში მიიღებს.