გაერო: ომის გამო უკრაინის დატოვება 3,8 მილიონზე მეტ ლტოლვილს მოუწია
რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 3,8 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა, ნათქვამია გაეროს განახლებულ ანგარიშში.
ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 6,5 მილიონს აჭარბებს.
გაეროს ლტოლვილების სააგენტომ უკრაინელების ქვეყნიდან გადინება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მწვავე კრიზისად შეფასა.
უკრაინელების უმრავლესობამ თავი პოლონეთს შეაფარა.
ბევრი უკრაინელი ლტოლვილი რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვაში და სლოვაკეთში იმყოფება.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულთა შორის 4,3 მილიონი ბავშვია.
„ხანდაზმული და სპეციალური საჭიროების მქონე პირები გაქცევას ვერ ახერხებენ და გამომწყვდეულები არიან“, - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა მარტინ გრიფითსმა.