გაერთიანებული არაბული საამიროების ლიდერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაერთიანებული არაბული საამიროების პრეზიდენტი შეიხი ხალიფა ბინ ზაიდ ან-ნაჰაიანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, წერს ადგილობრივი მედია.

შეიხი ხალიფა ჯანმრთელობის გართულებული მდგომაროების გამო ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობდა.

რეგენტის როლს ხალიფას ნახევარ-ძმა, აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე მუჰამად ბინ ზაიდი ასრულებდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.

შეიხმა ხალიფამ ძალაუფლება ხელში მამის, შეიხ ზაიდის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წელს აიღო.

2014 წელს მან ინფარქტი გადაიტანა, რომლის შემდეგაც საჯარო სივრცეში თითქმის არ გამოჩენილა.

მსგავსი სიახლეები