გერმანია შვეიცარიისგან Leopard 2-ის ტანკების შეძენას აპირებს

გერმანია აპირებს Leopard 2-ის ტანკები შეიძინოს, რომლებიც შვეიცარიას კონსერვირებული აქვს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 23 თებერვლის წერილში შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრს, ვიოლა ამჰერდს სთხოვეს, მხარი დაუჭიროს ამ შეთანხმებას. 

ამ ინფორმაციას შვეიცარიული გაზეთი Blick 3 მარტს ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციიდან ამოღებული 96 Leopard 2-ის ტანკი გერმანელ მწარმოებელ Rheinmetall-ს უნდა დაუბრუნდეს. გერმანია იმედოვნებს, რომ ეს ტანკები შეავსებს ევროკავშირისა და ნატოს იმ ქვეყნების არსენალებში ტექნიკის ნაკლებობას, რომლებიც ტანკებს აწვდიან უგზავნიან.

გამოცემის ცნობით, შვეიცარიის არმიამ უკვე დაიწყო გერმანიისთვის მათი Leopard 2-ების გაყიდვის წინასწარი განხილვა. შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა Blick-ს განუცხადა, რომ ქვეყნინს არმიას შეუძლია შეზღუდული რაოდენობის საბრძოლო ტანკების გაყიდვა, მაგრამ მას 34 ცალი ტანკი საკუთარი საჭიროებისთვის სჭირდება.

შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა ვიოლა ამჰერდმა გერმანელი მინისტრები გააფრთხილა, რომ გერმანიისთვის  Leopard 2-ების მიყიდვა ჯერ შვეიცარიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შვეიცარიელი პარლამენტარების უმეტესობა ბოლო დროს აკრიტიკებს გერმანიისთვის Leopard 2-ების დაბრუნების შესაძლებლობას.

შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ეს ინფორმაცია გაზეთ Blick-ს დაუდასტურა.

მსგავსი სიახლეები