გერმანიამ საამიროებთან თხევადი გაზის შესყივდაზე პირველი კონტრაქტი გააფორმა

გერმანიამ არაბეთის გაართიანებულ საამიროებთან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ პირველი ხელშეკრულება გააფორმა. 

შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ლიდერმა მოაწერა - ოლაფ შოლცი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტების სერიას მართავს. 

გერმანიის გაზის ოპერატორს RWE-სა და აბუ-დაბის სანავთობო კომპანიას, ADNOC-ი 137 ათასი კუბური მეტრის გაზის შესყიდვაზე შეთანხმდნენ, რომელიც ბრუნშტუბელის სანაპიროზე მშენებარე ბუნებრივი აირის ტერმინალს მიეწოდება. 

ხელშეკრულების მიხედვით, საამიროები 2023 წელს გერმანიას თხევადი გაზის კიდევ 5 ტანკერს მიაწოდებს. 

მცირე მასშტაბების მიუხედავად გაფორმებული ხელშეკრულება გერმანიასა და საამიროებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს წარმოადგენს - საუდიელი დისიდენტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, გერმანიამ საამიროებს სტრატეგიულ პარტნიორს, საუდის არაბეთს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაუწესა. 

პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა გაერთიანებული საამიროების ჩართულობა იემენში, საუდის არაბეთის სამხედრო ოპერაციაშიც. 

კონტექსტი

ოლაფ შოლცის ვიზიტის მიზანი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების გარანტირებაა - უკრაინაში შეჭრამდე გერმანიის ბუნებრივი აირის მოხმარების დაახლოებით 40% სწორედ რუსეთიდან მოდიოდა.

ამ კუთხით საამიროებთან მიღწეული შეთანხმებაა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი რუსეთიდან წამოსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად. 

ვიზიტის ფარგელბში შოლცი საუდის არაბეთის დე-ფაქტო ლიდერთან ერთად დოჰაში, კატარის ემირსაც შეხვდა. გერმანიამ და კატარმა თხევადი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შუალედურ შეთანხმებას გასულ ზაფხულს მიაღწიეს. 

შეთანხმების მიუხედავად ხელშეკრულების გაფორმება ფასთან და ხელშეკრულების ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ საკითხების გამო გაჭიანურდა. 

კატარის ემირთან შეხვედრისას, შოლცმა განაცხადა, რომ ის ბუნებრივი აირის კონტრაქტებთან დაკავშირებით მას მომავალი პროგრესის იმედი აქვს. 

კატარი თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია. 

მსგავსი სიახლეები