გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას 2,7 მილიარდის შეიარაღებას გადავცემთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინას 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემენ. 

არსებული ინფორმაციის თანახმად, დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ჯავშანტრანსპორტიორებს. 

"ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული საშინელი ომის სწრაფად დასრულებას, მაგრამ ეს ასე არ სჩანს,"- აღნიშნა პისტორიუსმა. 

მინისტრის თქმით, უკრაინელები მიიღებენ ლეოპარდ-1-ის ტიპის ტანკებს და თვალთვალისთვის განკუთვნილ უპილოტო საფრენ აპარატებს. 

Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის მხრიდან ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 

გასულ წელს, ბერლინმა 2 მილიარდი ევროს სამხედრო ტექნიკა და იარაღი გადასცა უკრაინას, ხოლო ჰუმანიტარულმა დახმარებისთვის გამოყოფილმა თანხამ 2,2 მილიარდი ევრო შეადგინა. 

 

მსგავსი სიახლეები