ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
7 აგვისტოს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ადასტურებენ ისრაელი, პალესტინური ისლამური ჯიჰადი და ეგვიპტე, რომელიც მხარეებს შორის შუამავლობდა.
გასულ კვირაში ღაზაში დაწყებულ კონფლიქტს 40-მდე პირის სიცოცხლე შეეწირა, 400-მდე კი დაიჭრა.
ვითარება 5 აგვისტოს გამწვავდა, როცა ისრაელმა ღაზას სექტორში ისლამური ჯიჰადის მეთაურების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა.
ისრაელის მთავრობის განცხადებით, დაჯგუფების წევრები ისრაელის წინააღმდეგ იერიშს ამზადებდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იაირ ლაპიდის განცხადებით, ოპერაციის შედეგად ისლამური ჯიჰადის ორი მეთაურის ლიკვიდაცია მოხდა.
ისლამური ჯიჰადის წევრებმა ისრაელის მიმართულებით 900-მდე რაკეტა ისროლეს, რომელთა ნაწილი ღაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, აცხადებენ ისრაელის გენშტაბში.
ისრაელის პრემიერმა კაიროს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვევა, ჩვენ ამას გადამწყვეტ პასუხს გავცემთ“, - აცხადებენ ბენეტის ადმინისტრაციაში.
1981 წელს დაფუძნებული ისლამური ჯიჰადის მოძრაობა მუსლიმი ძმების პალესტინურ განშტოებად აღმოცენდა.
ისლამური ჯიჰადი ოსლოს შეთანხმებებს უარყოფს, რომელიც ისრაელის და პალესტინის ტერიტორიებზე ორი სახელმწიფოს თანაარსებობას გულისხმობს.