გრეფი და ნაბიულინა პრეზენტაციით ცდილობდნენ პუტინის დარწმუნებას არ დაეწყო ომი
რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის CБЕР-ის პრეზიდენტი, გერმან გრეფი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ, ელვირა ნაბიულინისთან ერთად ცდილობდა ვლადიმირ პუტინი დაერწმუნებინა, რომ ამ უკანასკნელს ომი არ დაეწყო.
ამის შესახებ Financial Times-ის მიერ მომზადებულ ლონგრიდშია საუბარი, რომელიც საკითხში გაცნობიერებულ 20-მდე წყაროს ინტერვიუებს ეყრდნობა.
გამოცემის ინფორმაციით. უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, ვლადიმირ პუტინის ნოვა-აგარიოვოს რეზიდენციაში ჰერმან გრეფის ინიციატივით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსეთის წამყვანი ტექნოკრატებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო რუსეთის პრეზიდენტის ინფორმირება იმ შედეგების შესახებ, რაც უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის შემდგომი ესკალაციის საპასუხოდ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მოჰყვებოდა.
FT-ის ცნობით, გერმან გრეფი პუტინის წინაშე 39-გვერდიანი პრეზენტაციით წარდგა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს იმ კატასტროფული ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებდა, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ან შემოერთებას მოჰყვებოდა.
გერმან გრეფი პუტინის ძველი ნაცნობია - ისინი ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობის წლებიდან იცნობენ. გრეფი პუტინის უახლოეს გარემოცვაში ყველაზე ლიბერალური განწყობების ტექნოკრატად მიიჩნეოდა, რომელიც წლების განმავლობაში საბაზრო რეფორმების გატარებას ადვოკატირებდა.
გაზეთის ცნობით, გრეფის მცდელობას გადაერწმუბინა ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერდა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინაც, რომელიც პრეზენტაციის შექმნაშიც მონაწილეობდა.
39-გვერდიან პრეზენტაციაში გრეფი საუბროდა მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებზე რუსეთის ეკონომიკისთვის, მისი აზრით, დასავლეთის მკაცრი სანქციები ფინანსურ ბაზრებზე პანიკას გამოიწვევდა, რუსეთს მოკვეთდნენ გლობალური ფინანსური სისტემისგან, რაც ქვეყანას რამდენიმე ათწლეულით უკან დააბრუნებდა, ხოლო ცხოვრების დონე ეტაპობრივად განვითარებადი სახელმწიფოების დონესაც ჩამორჩებოდა.
FT-ის წყაროს ცნობით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა ვლადიმირ პუტინმა გრეფს პრეზენტაცია გააწყვეტინა და ჰკითხა - რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს, რომ თავი აერიდებინა ყველაზე მტკივნეული სანქციებისთვის.
"ტექნოკრატები აღმოჩნდნენ ზედმეტად მხდალები იმისთვის, რომ პუტინი დაერწმუნებინათ არ დაეწყო ომი - მეთ ვერ გაბედეს ეთქვათ პუტინისთვის, რომ ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთს გეოპოლიტიკური კატასტროფა ემუქრებოდა".
გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრის შედეგად ნაბიულინამ და გრეფმა კვლავ არ იცოდნენ კონკრეტულად რას გეგმავდა ვლადიმირ პუტინი.
"მათ აღმოჩნდათ საკმარისი სიმამაცე რათა პუტინთან შეხვედრა ეთხოვათ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ საკმარისად გამბედავები პუტინის წინაშე მათი გზავნილი გაეღჟღერებინათ",- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ტექნოკრატებისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც მათაც მედია საშუალებებიდან გაიგეს.
"არასდროს მინახავს გრეფი მსგავს მდგომარეობაში, ის დაკარგული და განადგურებული, ყოვლისმომცველ შოკურ მდგომაროებაში იმყოფებოდა",- ამბობს ერთ-ერთ წყარო, რომელსაც გერმან გრეფთან ომის პირველ დღეებში ჰქონდა კონტაქტი.