ГУР-მა ასტრახანში რუსეთის მოწინავე ავიაგამადგურებელი დააზიანა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ოპერაციის შედეგად დაზიანებულია/განადგურებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში არსებული СУ-57-ტიპის მე-5 თაობის, სტელსის ტექნოლოგიების მქონდე, მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი, რომელიც მოწინავე და ყველაზე ძვირდაღირებულ ავიაგამანადგურებელად ითვლება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) მტკიცებით, ეს რუსეთის ისტორიაში პირველი დაზიანებული/განადგურებული СУ-57-ია.

უწყებაში ამბობენ, რომ დრონების შეტევა ასტრახანის ოლქში მდებარე ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე 7 ივნისს განხორციელდა და აეროდრომის სატელიტურ ფოტოებსაც ავრცელებენ. 

ГУР-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს დაზიანებული СУ-57-ი, რომლის ირგვლივ აფეთქების/ხანძრის შედეგად გაჩენილი კრატებია.

კონტექსტი 

СУ-57-ის წარმოება სუხოის საავიაციო კონსტრუქციის ბიურომ 2010 წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. ეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელია, რომელმაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებში СУ-27-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უნდა ჩაანაცვლოს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აქტიურ სერვისში ამ დროისთვის ჯამში 6 ერთეული СУ-57-ია.

СУ-57-ის დაზიანებას ადასტურებს Z-ტელეგრამ არხი Flightbomber, რომელიც, სხვადასხვა ცნობებით, რუსეთის სამხედრო ავიაციის ყოფილ პილოტს მიჰყავს - "დიახ, გუშინ ღამით ახტუბინსკის აეროდრომზე დრონების შეტევა განხორიციელდა, აეროდრომამდე სამმა დრონმა მიაღწია. ნამსხვრევევებით დაზიანება მიიღო CУ-57-მა" - წერს Flightbomber-ი.

ბლოგერის ცნობით, ამ წუთებში მიმდინარეობს დადგენა, ექვემდებარება თუ არა თვითმფრინავი აღდგენას - "თუ დანაკარგი დადასტურდა ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში".

 

მსგავსი სიახლეები