ჰარისმა განაცხადა, რომ არ შეხვდებოდა პუტინს უკრაინის მონაწილეობის გარეშე

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გამართავდა ორმხრივ შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე. 

ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"უკრაინას უნდ ჰქონდეს ხმის უფლება უკრაინის მომავლის საკითხზე"- განაცხადა ჰარისმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის აშშ მხარს უჭერს უკრაინის უნარს დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. 

"პრეზიდენტი, რომ დონალდ ტრამპი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. ტრამპი ამბობს, რომ ომს 24 საათში დაასრულებს, იცით ეს რას ნიშნავს? ეს კაპიტალუაციაა"- განაცხადა ჰარისმა. 

ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე დასმულ კითხვაზე კამალა ჰარისმა უპასუხა - "ეს არის საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებთ, როდესაც ამის დრო მოვა."

 

მსგავსი სიახლეები