IDF-ში თვლიან, რომ ერთდროულად მძევლების გათავისუფლება და ჰამასის განადგურება შეუძლებელია - NYT
The New York Times-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები თვლიან, რომ ისრაელის ორი გაცხადებული მიზანი - ჰამასის განადგურება და მძევლების გათავისუფლება შეუთავსებელია.
ოთხი უფროსი მეთაური, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, მიიჩნევენ, რომ "მძევლების გათავისუფლებისა და ჰამასის განადგურების მიზნები ახლა ერთმანეთთან შეუთავსებელია."
სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად ღაზას სექტორის უფრო მცირე ნაწილს აკონტროლებს, ვიდრე თავდაპირველად გეგმით იყო გათვალისწინებული.
ამ ნელმა პროგრესმა გამოიწვია სამხედრო ლიდერების იმედგაცრუება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ "და ისინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ ღაზაში მყოფი 100-ზე მეტი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება მხოლოდ დიპლომატიური და არა სამხედრო საშუალებებით შეიძლება მოხდეს."
გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა: "პრემიერ-მინისტრი უპრეცედენტო მიღწევებით უძღვება ომს ჰამასის წინააღმდეგ, ძალიან გადამწყვეტი ქმედებებით."
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ ცნობაზე კომენტარი არ გააკეთა.